Accessibility links

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, "გამოკვეთილია მისი უდანაშაულობა"


მარიანა ჩოლოიანი

15 წლის ლუკა სირაძისგარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გამოკვეთილია ჩოლოიანის უდანაშაულობა და დაცვა ამის დასადასტურებლად მუშაობს. მისი თქმით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფებელია.

"ისევ ისეთ რეჟიმში ვართ, ვაგროვებთ მტკიცებულებებს, მტკიცებულებების მოძიების პროცესში ვართ. გამოკვეთილია მისი უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში და ვმუშაობთ მისი უდანაშაულობის დასადასტურებლად", - განუცხადა მოსიაშვილმა „ინტერპრესნიუსს".

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 დეკემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG