Accessibility links

site logo site logo

მოძრაობა „შეცვალე“ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს


მოძრაობა „შეცვალემ“ საპროტესტო აქცია გამართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან და მისთვის ფინანსური სანქციების დაწესება მოითხოვა.

„ეს ერთადერთი გზაა, რომ მან უარი თქვას ოპონენტების დევნასა და ქვეყნის გადაყვანაზე რუსულ რელსებზე. მისი ქონების დაყადაღება და სანქციების დაწესება ერთადერთი გამოსავალია. ის არ აპირებს ამ ქვეყნის მართვას დემოკრატიულად. მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო სისტემის ყველა შტო, მათ შორის, სასამართლოც - ის არ აპირებს ხელისუფლების დათმობას არჩევნების გზით“, - განაცხადა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

აქციის ათამდე მონაწილე ამავე შინაარსის ინგლისურენოვანი პლაკატებით ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდა. მათ საერთაშორისო პარტნიორებს მმართველი პარტიის ლიდერისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG