Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


თეირანში მეორე დღეა მიმდინარეობს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები. მისი მონაწილეები მოითხოვენ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელთა დასჯას. აქციაზე გაისმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები. „სტუდენტები ფხიზლად არიან და მობეზრდათ ეს ალი“, - გაიძახოდნენ ისინი.

ირანში მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:10 0:00

ტვიტერში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ ცდილობენ სტუდენტები, ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად, ფეხი არ დააბიჯონ აშშ-ისა და ისრაელის სახელმწიფო დროშებს.

თვითმხილველთა თქმით, აქციაზე, რომლის მონაწილეები ძირითადად სტუდენტები არიან, დღეს ნაკლები ხალხია, ვიდრე წუხელ. წინა მიტინგი სამართალდამცავმა ორგანოებმა დაშალეს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები შაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ „შეცდომით“ ჩამოაგდო უკრაინის სამგზავრო „ბოინგი“, რომელიც თეირანიდან კიევში ასრულებდა რეისს. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 176-ვე ადამიანი. თავდაპირველად ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა ძრავის გაუმართაობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG