Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში სამხედრო-საჰაერო ბაზას ნაღმსატყორცნებიდან გასროლილი ჭურვები მოხვდა


ნაღმსატყორცნებიდან გასროლილი, სულ მცირე, შვიდი ჭურვი მოხვდა ბალადის სამხედრო-საჰაერო ბაზას ბაღდადში. დაიჭრა ერაყის ოთხი ჯარისკაცი. რამდენიმე ჭურვი მოხვდა ასაფრენ ბილიკს. ბაზაში აშშ-ის სამხედროები იმყოფებიან.

თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ინციდენტი მოხდა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე.

გასულ თვეებში რაკეტებითა და ნაღმსატყორცნებით რამდენჯერმე განხორციელდა იერიშები ერაყის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული. დეკემბერში ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად აშშ-ის ერთი კონტრაქტორი დაიღუპა.

8 იანვარს ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ორი ასეთი ბაზის წინააღმდეგ ერაყში, რაც საპასუხო ზომა იყო აშშ-ის მიერ მანამდე რამდენიმე დღით ადრე ირანის მაღალი რანგის სამხედრო პირის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG