Accessibility links

logo-print logo-print

გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა თეირანს მოუწოდეს, დაიცვას ბირთვული შეთანხმება


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი (მარცხნივ), საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თეირანს მოუწოდეს, დაიცვას 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

12 იანვარს ერთობლივ განცხადებაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი წერენ, რომ „ძალზე მნიშვნელოვანია, ირანმა კვლავ დაიცვას შეთანხებით ნაკისრი ვალდებულებები.“

როგორც გასულ კვირაში განაცხადა ირანმა, მას აღარ მიაჩნია, რომ ვალდებულებები ეკისრება შეთანხმების მიხედვით, რომლიდანაც აშშ 2018 წელს გავიდა.

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმების ევროპელ მონაწილეებსაც მოუწოდა, დატოვონ იგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG