Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილს დაცვისთვის ეროვნული სამოსის ტარება არ მოუთხოვია


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ეროვნული სამოსის, ჩოხა-ახალუხის ტარება მოსთხოვა. განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია „პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ ემსახურება და ინფორმაციის „ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს. როგორც ჩანს, ფეიკ-ნიუსის ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტარციის მიერგავრცელებულ განცხადებაში.

„მთავარმა არხმა“ 11 იანვრის სიუჟეტში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG