Accessibility links

ტრუდო: არ გავჩერდებით, სანამ ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების გარშემო შეკითხვებზე პასუხს არ მივიღებთ


კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ის „სამართალს“ მოძებნის მათ გამო, ვინც ირანის რაკეტით ჩამოგდებულ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავში იმყოფებოდა.

13 იანვარს, ედმონტონში, ალბერტაში, თვითმფრინავში დაღუპული 57 კანადელის ხსოვნის აღსანიშნავი ღამისთევისას, ტრუდომ განაცხადა, რომ არ გაჩერდებიან, სანამ ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების გარშემო ყველა შეკითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.

უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებას ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის მიერ, 176 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამის შემდეგ ირანის ქალაქებში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ხელისუფლების მიერ თავიდან ამ ფაქტის დამალვის გამო.

ტრაგედია მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ირანმა იერიში მიიტანა და დაბომბა ერაყში სამხედრო ბაზა, სადაც კოალიციის ჯარები, მათ შორის, აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.

თეირანსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე გამოსვლების მონაწილეები ირანის მმართველების საწინააღმდეგო ლოზუნგებს ყვირიან. იტყობინებიან პოლიციასთან შეტაკების შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ პოლიციამ და უშიშროების ძალებმა 12 იანვარს საბრძოლო იარაღი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს თეირანში, „თავისუფლების მოედანზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG