Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის დაპირისპირებული ლიდერები მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ


ლიბიის პრემიერი, ფაიეზ ალ-სარაჯი (მარცხნივ) და ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, ხალიფა ჰაფთარი
ლიბიის პრემიერი, ფაიეზ ალ-სარაჯი (მარცხნივ) და ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, ხალიფა ჰაფთარი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ 13 იანვარს მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავენ ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის ლიდერი, ფაიეზ ალ-სარაჯი და ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, ხალიფა ჰაფთარი.

13 იანვარს, რუსეთისა და თურქეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა დაიწყეს „შეხვედრა, რომელმაც უნდა მოაგვაროს ლიბიის საკითხი“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ. მისივე თქმით, მათ ლიბიის ლიდერებიც შეუერთდებიან.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რომელიც ცნობას ლიბიის უზენაესი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ხალედ ალ მეჩირის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებს, სარაჯი და ჰაფთარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერას აპირებენ.

თავიდან ხალიფა თავიდან უარს აცხადებდა ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა.

ლიბიის საკითხებზე რუსეთის საკონტაქტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევ დენგოვმა განაცხადა, რომ მხარეები იმსჯელებენ ზავის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის თაობაზე.

შეხვედრას წინ უსწრებდა მძიმე ბრძოლა მხარეებს შორის, რომლის დაწყებაშიც ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG