Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელები განაგრძობენ პროტესტს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო


ირანში მესამე დღეა გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები იმ რეაქციის გამო, რომლითაც მთავრობა მოეკიდა გასულ კვირაში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას.

აქციები იმართება თეირანის უნივერსიტეტებში. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, დემონსტრანტები სკანდირებენ ლოზუნგებს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ.

უფრო ადრე გავრცელებული მასალებით ჩანდა, რომ პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ხელისუფლება ცეცხლის გახსნას უარყოფს.

ირანის სამხედრო სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შემთხვევით ჩამოაგდეს უკრაინის ბოინგი, რასაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანმა ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში ერაყში მდებარე, აშშ-ის სამხედროების მიერ გამოყენებულ ბაზაზე.

თეირანი თავიდან უარყოფდა საკუთარ ბრალს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში. მას შემდეგ, რაც მან 11 იანვარს თავისი როლი აღიარა, თეირანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG