Accessibility links

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს


რან გიდორი, დავით ზალკალიანი

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა 13 იანვარს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც დავით ზალკალიანმა და რან გიდორმა საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რან გიდორმა შაბთაი ცური შეცვალა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG