Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტების მტკიცებით, რუსეთის ჰაკერებმა უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიას შეუტიეს


რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერები სავარაუდოდ თავს დაესხნენ უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანიას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურებთანაა დაკავშირებული. ამერიკული Area 1 Security-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა13 იანვარს გაავრცელეს მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია „ბურისმა ჰოლდინგი“ ფართომასშტაბიანი ჰაკერული შეტევის ობიექტი იყო, რომლის შედეგადაც თავდამსხმელებმა მოიპოვეს მისი თანამშრომლების ელექტრონული ფოსტის პაროლები. „ბურისმა ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილი.

ჯერჯერობით უცნობია, მიადგა თუ არა რაიმე ზარალი კომპანიას ან მიშ შვილობილ ორგანიზაციებს და რა იყო ჰაკერების საბოლოო მიზანი.

ჰანტერ ბაიდენი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაში „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო 2014 წლიდან შარშანდლამდე.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, 25 ივლისს განხორციელებული სატელეფონო საუბრისას სთხოვა თხოვა გამოეძიებინა ბრალდებები ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. სექტემბერში დაწყებული იმპიჩმენტის გამოძიების ცენტრში სწორედ ეს სატელეფონო საუბარია.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დემოკრატების ბანაკის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად ითვლება. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, თუკი სიმართლეა დახმარების შეჩერების მუქარა და უცხო ქვეყნის ლიდერისგან პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების მოთხოვნა, ეს იქნება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მაგალითი.

ჯო და ჰანტერ ბაიდენები
ჯო და ჰანტერ ბაიდენები

დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის, თქმით, ბაიდენის მოქმედება უკრაინაში გამოძიებული უნდა იქნეს, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას, არამედ სერიოზული კორუფციული დანაშაულის მიჩქმალვის მცდელობას. მიუხედავად ამისა, ბაიდენების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის სამხილი

ჯერჯერობით ბაიდენების მიერ ჩადენილი რაიმე დანაშაულის სამხილი არ გამომზეურებულა.

ჰაკერულ შეტევაში ბრალდებული ჯგუფი იყენებდა იმავე მეთოდებს, რომელთა მეშვეობითად 2016 წელს გატეხეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონვენციის სერვერები.

Area 1-ის ცნობით კიბერთავდასხმა „ბურისმაზე“დაიწყო ნოემბერში, როდესაც ეს კომპანია, უკრაინა და იმპიჩმენტი აშშ-ის მედიის მთავარი განსახილველი თემა იყო. მოხსენების თანახმად, რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ჯგუფის სამიზნეიყო ასევე პრეზიდენტ ზელენკის მიერ დაარსებული მედია-ორგანიზაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG