Accessibility links

ჩრდილოეთ ავღანეთში თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა


ნაყინის გამყიდველი ბიჭი მაზარ-ი-შარიფში, 2019 წლის 31 ივლისი.

ორი ბავშვი მოკლეს და ცხრა სხვა პირი დაშავდა ორი ბომბის თითქმის ერთდროულად აფეთქების შედეგად ავღანეთის ჩრდილოეთში, მაზარ-ი-შარიფში.

ბალხის პროვინციის პოლიციის უფროსის, ადილ შაჰ ადილის თანახმად, აფეთქებები მოხდა გზაზე, პროვინციის დედაქალაქში, 14 იანვარს. მოკლული ბავშვები 14 და 10 წლისა იყვნენ.
დაშავებულთა შორის არიან ავღანეთის უშიშროების ძალების მოსამსახურეები.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია, მაგრამ ბოლო ხანებში ამ რეგიონში თალიბანმა მოაწყო რამდენიმე თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG