Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული "ბოინგი" იძულებული გახდა ლოს-ანჯელესის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო


ამერიული ავიაკომპანია „დელტას“ თვითმფრინავი „ბოინგ 777,“ რომელიც ლოს-ანჯელესიდან შანხაიში მიემგზავრებოდა, აფრენიდან მალევე იძულებული გახდა აეროპორტში დაბრუნებულიყო.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავს შეექმნა პრობლემა, რომლის გამოც აუცილებელი გახდა ლოს-ანჯელესის აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნება.

თვითმფრინავში 149 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიული დაშვებისას არცერთი მათგანი არ დაშავებულა, თუმცა, თვითმფრინავიდან დაღვრილი საწვავით ხმელეთზე რამდენიმე ათეული ადამიანი მოიწამლა.

იძულებითი დაშვებისას ავიალაინერი საწვავისგან უნდა დაიცალოს, ამიტომ ეკიპაჟმა ლოს-ანჯელესის თავზე წრე გააკეთა და საწვავი ქალაქის საცხოვრებელ უბნებში დაღვარა. ამ არეალში მოხვდა ექვსი სკოლა, სადაც ინციდენტის დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, საწვავის დაღვრის გამო 60-მდე ადამიანი დაშავდა.

ამერიკული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ აეროპორტების მახლობლად არსებობს სპციალური ზონები, სადაც საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავებს საწვავის დაღვრა შეუძლიათ და საცხოვრებელ რაიონებში ამის გაკეთება აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG