Accessibility links

logo-print logo-print

კალაძე სამსახურების ხელმძღვანელებს: კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, რაიმე არ გამოგეპაროთ


კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს მიმართავს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის პრევენციისთვის.

„მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი არ ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს.

თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის არ დავტოვებთ პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო ამის მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან.

ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება და მოთხოვნაც, მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ პრევენცია იყოს და ყველანაირი პრობლემები ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG