Accessibility links

პუტინი პარლამენტს ყოველწლიური სიტყვით მიმართავს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 15 იანვარს პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგება და საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ილაპარაკებს.

ორპალატიანი პარლამენტის, ფედერალური საბჭოს წინაშე პუტინის გამოსვლის ფონია რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვის ნაბიჯების გამო უკრაინაში, სირიასა და ასევე აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. სანქციები აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, იწვევს სიღარიბის მაჩვენებლის მატებას და მოსახლეობის უკმაყოფილებას, რაც გამოიხატა გასულ ზაფხულს, მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციებით.

67 წლის პუტინი უკვე ორი ათწლეულია დომინანტურ ფიგურას წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, ის 1999 წლიდანაა პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე. 2018 წელს ის კიდევ ერთი, ექვსწლიანი ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად.

ყოველწლიური გამოსვლა ერთ-ერთია იმ სამი საჯარო ღონისძიებიდან, რომელსაც პუტინი ყოველ წელს მართავს. დანარჩენი ორია მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის ღონისძიება და ყოველწლიური პრესკონფერენცია.

ეს იქნება პუტინის მე-16 ყოველწლიური გამოსვლა, რომელსაც ასევე მოისმენენ სამთავრობო მინისტრები, მოსამართლეები საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოებიდან, რეგიონული ოფიციალური პირები და პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG