Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქსტატის" დირექტორი: ახალი მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად გაიზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი


გოგიტა თოდრაძე
გოგიტა თოდრაძე

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, მიმდინარე წლიდან სამუშაო ძალას ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევენ, რის შედეგად უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო დასაქმების დონე შემცირდება.

გოგიტა თოდრაძის თანახმად, ამ დროისათვის ქვეყანაში აღრიცხულია 800 000 თვითდასაქმებული მოქალაქე. მათგან 80 პროცენტი სოფლადაა დასაქმებული და უსასყიდლოდ მუშაობს საკუთარ მამულში. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, მიმდინარე წელს ამ ადამიანების ნახევარზე მეტი დასაქმებულად აღარ ჩაითვლება, რადგან ისინი მოწეულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ:

„არსებობს მოლოდინი, რომ არა მარტო გაიზარდოს უმუშევრობის დონე, არამედ შემცირდეს დასაქმების მაჩვენებელი. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდება ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, ვერ გეტყვით, თუმცა 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ვაგროვებთ ინფორმაციას და წლის ბოლოსთვის, ალბათ, ნოემბერში გვექნება შესაძლებლობა, ეს მონაცემები წარვუდგინოთ საზოგადოებას“, - აღნიშნა „საქსტატის“ დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის 2019 წლის 3 კვარტალის, 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8 %-ია.

სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, 2020 წლიდან თვითდასაქმებულთა კატეგორიაში დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც საკუთარ მამულში მუშაობენ და წარმოებულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG