Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმად 326.8 ლარი განისაზღვრა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, 326.8 ლარს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი ყველაზე მაღალი ნოემბრის თვეში იყო - შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 195.6 ლარი და საშუალო ოჯახისთვის 328.1 ლარი.

2019 წლის დეკემბერში, ერთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 172.5 ლარით განისაზღვრა, სამსულიანისთვის - 310.6 და ექსვსსულიანისთვის - 459 ლარი.

2004 წლიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2003 წლის ბრძანებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG