Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ საზღვართან მიწების გაცვლაზე


ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მიწების გაცვლის პროცესს საზღვრის კამათის საგნად ქცეულ მონაკვეთთან, წლების განმავლობაში გაგრძელებული, ზოგჯერ სისხლიანი შეტაკებების შემდეგ.

მოლაპარაკება გაიმართა ტაჯიკეთის ისფარას რეგიონში და ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში, მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე იფეთქა ძალადობამ საზღვართან ახლოს მცხოვრებ ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის.

მოლაპარაკება დასრულდა 14 იანვარს, შუაღამისას, - უთხრა ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე-პრემიერმა ჯენიშ რაზაკოვმა რადიო თავისუფლებას. ტაჯიკეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი აზიმ იბროჰიმი.

რაზაკოვის თქმით, ორმა მხარემ ხელი მოაწერა ერთობლივ პროტოკოლს, რომლის თანახმადაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფი 15 თებერვლამდე შეეცდება დემარკაციის ხაზის დადგენას საზღვრის 114-კილომენტრიან მონაკვეთზე. 1 მარტამდე იგეგმება „თანაბარი ზომისა და მნიშვნელობის“ მიწების განსაზღვრა გაცვლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG