Accessibility links

თბილისელებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება


ეკატერინე ტიკარაძე, კახა კალაძე

თბილისის მოსახლეობას დღეიდან, 15 იანვრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება. ავტომობილების პრეზენტაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავისუფლების მოედანზე გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ ავტომობილები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულფასოვნად დააკმაყოფილებს დედაქალაქის მცხოვრებლების მოთხოვნებს.

სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლიდან თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური თბილისის მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის:

„ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ მთლიანად ერთიან სისტემაში მოექცევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულება და იქნება ერთი მენეჯმენტის ქვეშ, რაც ძალიან ეფექტური და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახი კალაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სამინისტროს სრულ მართვაში გადაცემა ჯანდაცვის სექტორში წელს ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა არ იქნება:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით უფრო ეფექტურები ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG