Accessibility links

ადვოკატის თქმით, გიორგი რურუას წინააღმდეგობა არ გაუწევია დნმ-ს ნიმუშის ხელახლა აღებისას


მოსამართლის განჩინების საფუძველზე გიორგი რურუას დნმ-ს ნიმუში ციხეში ხელახლა აუღეს.

ადვოკატის, შალვა შავგულიძის თქმით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას დნმ-ს ნიმუშის აღებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„გიორგი რურუას დაკავებისთანავე, როდესაც პოლიციის შენობაში შეიყვანეს, ძალადობით, არაოფიციალურად აუღეს დნმ-ს ტესტი, თუმცა გამოძიებას სჭირდებოდა ნიმუშის ხელახალი აღება, რისი სრული უფლებაც აქვს. თუმცა, ეს საქმის გაყალბებისთვის სჭირდებოდა. შემოსული იყო 10-15 პოლიციელი, არავითარი აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. გიორგი რურუამ მისცა ნიმუშის აღების უფლება, თუმცა დააფიქსირა პოზიცია, რომ ამის წინააღმდეგია. ვფიქრობ, ახლა შედგება ყალბი საექსპერტო დასკვნა, თუმცა საზოგადოებას ვპირდები, რომ ეს საქმე გიორგი რურუას გამართლებით დასრულდება“, - თქვა შალვა შავგულიძემ.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი რურუამ 24 სექტემბერს „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილი შეიძინა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა ფინანსურად ეხმარებოდა საპროტესტო აქციებს „სირცხვილია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG