Accessibility links

დმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა


ფედერალური კრების წინაშე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

როგორც როიტერსი იტყობინება, პუტინმა მედვედევს შესთავაზა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი. ამ თანამდებობაზე ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

პუტინის განკარგულებით, ამჟამინდელი მთავრობა თავისი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს ახალი მთავრობის დანიშვნამდე.

პუტინთან შეხვედრისას მედვედევმა განაცხადა, რომ ახალი კაბინეტის შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

არ იტყობინებიან, ნიშნავს თუ არა მედვედევის ახალი თანამდებობა, რომ ის აღარ განიხილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG