Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის მთავრობის გადადგომაზე ცნობას რუბლის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა


რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა. დოლართან მიმართებით რუბლის ფასი 0,22%-ით დაეცა, ევროსთან მიმართებით - 0,41%-ით. ამაზე მეტყველებს მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემები.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვით. გამოსვლაში მან ილაპარაკა რიგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამ გამოსვლის შემდეგ პუტინმა მედვედევს შესთავაზა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი. ამ თანამდებობაზე ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

არ იტყობინებიან, ნიშნავს თუ არა მედვედევის ახალი თანამდებობა, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე აღარ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG