Accessibility links

ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას დრონით „საზღვრის“ დარღვევაში ადანაშაულებს


ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს სოფელ წნელისთან უპილოტო საფრენი აპარატით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში. ამის შესახებ ცხინვალის მედიასაშუალება „რესი“ იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, დრონი 14 იანვარს ოთხი საათის განმავლობაში გადაადგილდებოდა სადაზვერვო მიზნებით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, რის შემდეგაც ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში შევიდა და 944,8 სიმაღლეზე დაფრინავდა, სანამ ტერიტორიას დატოვებდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს მორიგი დარღვევა ადასტურებს ოფიციალური თბილისის მიზნებს, განაგრძოს „საზღვარზე“ ვითარების შემდგომი ესკალაცია.

„საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, განგებ უგულებელყოფს კონსტრუქციულ ნაბიჯებს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისა, რომელიც ცდილობს შექმნილი ვითარების სტაბილიზაცია მოახდინოს და რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შეიწყალა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც მანამდე განზრახ ჩაიდინა დანაშაული საზღვრის პირა სფეროში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG