Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული სიმფეროპოლის ქუჩას დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის სახელს დაარქმევენ


სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდ ზახარჩენკოს მემორიალური დაფა დონეცკში
სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდ ზახარჩენკოს მემორიალური დაფა დონეცკში

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქ სიმფეროპოლის ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭოს დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის, 2018 წელს მოკლული ალექსანდრ ზახარჩენკოს სახელი. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება რუსეთის დუმის დეპუტატის, ყირიმელი ანდრეი კოზენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო 2018 წლის 31 აგვისტოს, დონეცკის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. პრორუსმა სეპარატისტებმა ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულეს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება. კიევი ზახარჩენკოს მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

ანექსირებული სიმფეროპოლის ერთ-ერთი ქუჩისთვის მოსკოვის ყოფილი მერის, 2019 წლის დეკემბერში გარდაცვლილი იური ლუჟკოვის სახელის დარქმევასაც აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG