Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის


ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - ამბობს ქვეყნის მოსახლეობის 53 % - ასეთია მონაცემი გამოკვლევისა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ გამოაქვეყნეს.

მოსახლეობის მხოლოდ 19 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 24% კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არაფერი იცვლება.

ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ NDI-ის მიერ 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომლის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG