Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI ლიდერების შეფასება: უარყოფითი - ბიძინა ივანიშვილი; დადებითი - კახა კალაძე


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკვლევის თანახმად, ლიდერებისადმი დამოკიდებულების მიხედვით ყველაზე დადებით შეფასებას თბილისის მერი კახა კალაძე იმსახურებს, მას 13% ძალიან კარგად აფასებს და 31% - კარგად.

მას მოსდევს პრემიერი გიორგი გახარია, მას 4 % ძალიან კარგად აფასებს და 17% - კარგად. პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ 1 % აფასებს ძალიან კარგად და 12% - კარგად. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 1% აძლევს ძალიან კარგ შეფასებას, ხოლო 8% კარგად აფასებს.

პოლიტიკოთა მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ყველაზე უარყოფითად საზოგადოება განწყობილია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მათ საქმიანობას უარყოფითად აფასებს 49-49%.

მათ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსდევს 41% -იანი უაყოფითი შეფასებით. 39-39%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ.

NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG