Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის კემეროვოს ოლქის სასამართლოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


ერთი ადამიანია მოკლული და ერთი დაჭრილი რუსეთის კემეროვოს ოლქის ქალაქ ნოვოკუზნეცკის სასამართლოში.

რეგიონის საგამოძიებო სამმართველოს ინფორმაციით, სასამართლოში მივიდა თოფით შეიარაღებული 45 წლის მამაკაცი, რომელიც შენობის შესასვლელში გააჩერა სასამართლოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა. შეიარაღებულმა პირმა სროლა დაიწყო.

მუცელში დაჭრილი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. დაჭრილია სასამართლოს შენობაში მყოფი ქალი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელი დაცვის სამსახურის და ეროვნული გვარდის წარმომადგენლებმა დააკავეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, თავდამსხმელს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, დაჭრილ ქალს კი მოწმის. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ტასი,“ რომელიც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებული პირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG