Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადასტურებენ, რომ ირანის საჰაერო იერიშის შედეგად ერაყში 11 სამხედრო დაშავდა


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ირანის მიერ ერაყში საავიაციო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ჯარისკაცი. დაშავებული ჯარისკაცები, კონტუზიის სიმპტომებით ქუვეითსა და გერმანიაში გადაიყვანეს.

„8 იანვარს ალ-ასადის ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა აფეთქების შედეგად კონტუზიის სიმპტომების გამო რამდენიმე კვლავაც სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა“, - განაცხადა კაპიტანმა ბილ ურბანმა 16 იანვარს. მისი განმარტებით, სკრინინგის შემდეგ შემდეგ ჯარისკაცები ერაყში დაბრუნდებიან.

8 იანვარს ირანის მიერ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არც ერთი სამხედრო დაღუპულა და დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG