Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დასახელდა „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკული ქვეყნების საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „MATKA 2020” საქართველო დასახელდა „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“. უწყების თანახმად, გამოფენაში 86 ქვეყნის 22 500 ტურიზმის პროფესიონალი იყო ჩართული, გამოფენას კი 80 000 ვიზიტორი ესწრებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გამოფენაში მესამე წელია მონაწილეობს. საქართველოს საპრეზენტაციო სტენდზე წელს 9 კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი: კერძოდ,აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მარტო ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც. საქართველოში ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17, 7 % - ითაა გაზრდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG