Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: მოხარული ვართ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ საქართველოში ელჩი დაამტკიცა


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მიერ ფიცის დადებას. „მოხარული ვართ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ დაამტკიცა საქართველოში ამერიკის ელჩი უკვე თანამდებობაზე“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან კომენტარში:

„მან დადო ფიცი და ველით მასთან თანამშრომლობის დაწყებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამერიკა არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და ელჩის ჩამოსვლას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ მოველით მასთან ურთიერთთანამშრომლობას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა. 19 დეკემბერს აშშ სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ის ელჩის მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს გადასაცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG