Accessibility links

იქნებ, თქვენ გადაგვიჭრათ დავა?


დღეს არაფერს გირჩევთ. პირიქით, თქვენი აზრი გვაინტერესებს.

ბოლო ორი დღეა მთელი ოფისი მურმან წულაძეზე, უფრო სწორად, Murman Tsuladze-ზე ვკამათობთ.

ნუ, შეიძლება ორი დღეა არ ვკამათობდეთ, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა კი გვაქვს.

საქმე იმაშია, რომ წინა კვირას Murman-ის ვიდეო დაიდო Youtube-ზე.

ვიღაცეებს ძალიან მოეწონათ. წერენ - ძლივს რაღაც ახალმა ჰაერმა დაუბერა, მახვილგონივრული კლიპია და სიმღერაც ასწორებსო.

სხვები კი პირიქით არიან. არც სასაცილოაო - ამბობენ, არც სიმღერა მოგვწონს და თქვენ რა მოგწონთ, ისიც ვერ გავიგეთო.

ჰოდა, ვისაც მოგწონთ ლაიქ და ვისაც არა - შეარ კი არადა, იქნებ კომენტარები დაგვიწეროთ და ან რა მოგეწონათ ის გვითხრათ და ან კი - რა არ მოგეწონათ.

რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მთელი ოფისი იმ აზრზე გადავალთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG