Accessibility links

logo-print logo-print

„მიონის“ ყოფილი ქარხნის შენობაში მეხანძრეებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს


„მიონის“ ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მეხანძრეებმა ღია ცეცხლიდან გაიყვანეს მამაკაცი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. შუახნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გავრცელებული ინფორმაციით კი მამაკაცს ელექტროკაბელები დაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძარი ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის მეექვსე სართულზე გაჩნდა, სადაც სახელოსნოები იყო განთავსებული.

ხანძრის ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, უცნობია რამ გამოიწვია აალება.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG