Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აღიარა, რომ უკრაინული „ბოინგი“ ორი რაკეტით ჩამოაგდო


ირანმა აღიარა, რომ უკრაინული „ბოინგი“ ჩამოაგდო „მიწა-ჰაერი“ კლასის ორი რაკეტით რუსული წარმოების სარაკეტო კომპლექსიდან. ამის შესახებ ლაპარაკია კატასტროფის თაობაზე ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მეორე ანგარიშში. რაკეტის მოხვედრის შემდეგ „ბოინგი“ გაქრა რადარებიდან, დაიწყო სიმაღლის სწრაფი კარგვა, პარკში ჩამოვარდა და დაიწვა. ირანმა აღიარა, რომ არ შეუძლია შავი ყუთების გაშიფვრა და განაცხადა, რომ ისინი „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავეა“. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა და აშშ-მა უარი უთხრეს თეირანს შავი ყუთების ანალიზისთვის საჭირო მოწყობილობის მიცემაზე.

ახლახან კიევმა განაცხადა, რომ მოითხოვს, შავი ყუთები უკრაინას გადაეცეს. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა 8 იანვარს განიცადა კატასტროფა თეირანის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში. დაიღუპა მასში მყოფი 176-ვე ადამიანი - შვიდი სახელმწიფოს მოქალაქეები.

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო თვითმფრინავი, ვინაიდან აშშ-ისგან საპასუხო დარტყმას მოელოდნენ. იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზებზე, სადაც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG