Accessibility links

logo-print logo-print

შვეიცარიის პოლიცია ეჭვობს, რომ რუსი "სანტექნიკოსები" ჯაშუშები იყვნენ დავოსში


შვეიცარიის პოლიცია ეჭვობს, რომ ორი რუსი, რომელთა შესახებაც მათ დავოსში ხუთი თვის წინ გამოძიება ჩაატარეს, რუსეთის დაზვერვის აგენტები იყვნენ - წერს შვეიცარიის გაზეთი ტაგეს-ანცეიგერი 21 იანვარს.

სტატიაში, რომელიც შვეიცარიის პოლიციის და ფედერალური სამსახურების წარმომადგენლებს ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ ორივე მამაკაცს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა და რუსეთის სადაზვერვო ოპერაციის პირველ ეტაპზე იყვნენ.

ბერნში რუსეთის საელჩომ ბიბისის უთხრა, გაზეთი "არაფრიდან სკანდალის გამოცხობას" ცდილობს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინო - რომელიც 21 იანვარს დაიწყო და თავი მოუყარა მსოფლიო პოლიტიკის და ბიზნესის ლიდერებს.

გაზეთის თანახმად, პოლიცია დააეჭვა ამ ორი რუსის ხანგრძლივმა, სამკვირიანმა ყოფნამ ამ ფეშენებელურ საკურორტო ქალაქში, 8-დან 28 აგვისტომდე. როცა მამაკაცებს პოლიცია გამოელაპარაკა, ერთ-ერთმა განაცხადა, რომ სანტექნიკოსი იყო და ორივე მათგანს დიპლომატიური პასპორტები აღმოაჩნდა.

"ეს რიგითი საპოლიციო შემოწმება იყო. ორივე მამაკაცს რუსეთის დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა, მაგრამ შვეიცარიაში დიპლომატებად არ იყვნენ გატარებული რეგისტრაციაში" - უთხრა ადგილობრივი პოლიციის პრესმდივანმა, ანიტა სენტიმ, სააგენტო ფრანს-პრესს.

"ჩვენ მათ შესახებ შვეიცარიის მხარისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჯაშუშობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს" - უთხრა რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა, სტანისლავ სმირნოვმა, ამავე სააგენტოს, ფრანს-პრესს. შეკითხვას, რატომ თქვა ერთ-ერთმა კაცმა, რომ სანტექნიკოსი იყო, სმირნოვმა უპასუხა, ეს, შესაძლოა, "სულელური" ხუმრობა იყო ამ კაცის მხრიდანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG