Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის სენატში დაიწყება ტრამპის იმპიჩმენტის პირველი არგუმენტების მოსმენა


22 იანვარს, ვაშინგტონის დროით დღის 1 საათზე (თბილისის დროით საღამოს 10 საათი) ბრალდების მხარე თავის არგუმენტებს წარუდგენს სენატს, სადაც იმართება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესი.

რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს პროცესის წესებს, რომლებიც სენატს შესთავაზა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა. რეზოლუცია, რომელმაც პროცესის მიმდინარეობის ზოგადი წესები განსაზღვრა, მიღებულ იქნა ზუსტი პარტიული დაყოფით რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის, 53 ხმით 47-ის წინააღმდეგ. ამ წესების თანახმად, არგუმენტების მოსმენა ექვს დღეს გასტანს, და მათ წარადგენენ რესპუბლიკელთა პალატის დემოკრატები და თეთრი სახლი, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდასაჭერად და საწინააღმდეგოდ. სენატი ორივე მხარის ადვოკატებს მოუსმენს, სანამ გადაწყვეტდეს, მოიხმოს თუ არა მოწმეები და დოკუმენტები.

წარმომადგენელთა პალატის ბრალდების მხარეს და ტრამპის ადვოკატთა გუნდს სამი დღის განმავლობაში 24-24 საათამდე გამოეყოფათ თავიანთი არგუმენტების წარსადგენად.

წესების შესახებ კენჭისყრის დროს, მაკკონელმა დაუშვა მტკიცებულებები, რომლებიც პროცესამდე მოიპოვა წარმომადგენელთა პალატის ჯგუფმა. მაგრამ დემოკრატების სიბრაზე გამოიწვია მაკკონელის უარმა მოწმეების გამოძახებაზე და დოკუმენტების მოხმობაზე, სანამ პროცესის არგუმენტაციის სტადია დასრულდებოდეს.

დემოკრატებს სურთ ჩვენებები მოისმინონ ტრამპის ამჟამინდელი და ყოფილი თამაშემწეებისგან, მათ შორის თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელისგან, მიკ მალვენისგან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლისგან, ჯონ ბოლტონისგან.

ტრამპმა, რომელიც შვეიცარიაში, დავოსში მონაწილეობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, 21 იანვარს ტვიტერზე დაწერა, "წაიკითხეთ ტრანსკრიპტები!" - მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისი 25 ივლისის სატელეფონო საუბრის გაშიფრული ტექსტი. ამ საუბრისას ის ზელენსკის ელაპარაკა მისი პოლიტიკური მეტოქის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ გამოძიების დაწყებაზე და ზელენსკის თავისთვის "სამსახურის გაწევა" სთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG