Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი ბრიტანელ-ავსტრალიელი მკვლევარი ამბობს, რომ ირანმა ჯაშუშობა შესთავაზა


ბრიტანელ-ავსტრალიელმა ქალმა, რომელიც თეირანში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს, უარყო ირანის შეთავაზება მათი ჯაშუში გამხდარიყო - როგორც მოწმობს მის მიერ ციხიდან ჩუმად გაგზავნილი წერილები.

კაილი მურ-გილბერტი, რომელიც ისლამის შესახებ კვლევებს ასწავლიდა მელბურნის უნივერსიტეტში, 2018 წლის სექტემბრიდან იმყოფება ციხეში და 10 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. წერილებში, რომლებიც მან ჩუმად გაგზავნა თეირანის ევინის ციხიდან და რომელიც გაზეთმა "გარდიანმა" 21 იანვარს დაბეჭდა, მურ-გილბერტი ამბობს, რომ ის უდანაშაულოდ იმყოფება პატიმრობაში და შიშობს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კარგავს.

"გარდიანის" და "ტაიმსის" თანახმად, წერილები 2019 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში, დამტვრეული სპარსული ენით არის დაწერილი და მათი ადრესატები არიან ირანის ოფიციალური პირები.

ერთ წერილში, რომლის ადრესატი "საქმის მენეჯერია", ვკითხულობთ: "გთხოვთ, ეს წერილი მიიღოთ როგორც ჩემი ოფიციალური და ურყევი უარი თქვენს შეთავაზებაზე ვითანამშრომლო [ისლამის რევოლუციის გვარდიის] სადაზვერვო დანაყოფთან. ... მე ჯაშუში არ ვარ, არასოდეს ვყოფილვარ და არანაირი ინტერესი არ მაქვს რომელიმე ქვეყანაში ვითანამშრომლო ჯაშუშურ ორგანიზაციასთან" - წერს მურ-გილბერტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG