Accessibility links

რადიო თავისუფლება ევროკავშირის პრიზის ოთხი ნომინაციის გამარჯვებული გახდა


„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

რადიო თავისუფლებამ გაიმარჯვა ოთხ ნომინაციაში, მათ შორის, პრიზი აიღო რადიო თავისუფლების გამოძიებო რეპორტაჟების სერიამ „თავისუფლების მონიტორმა". ამასთან, რადიო თავისუფლება იყო ყველა ნომინაციის ფინალისტი.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინეს:

  • ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში პრიზი მიიღო ბესო გვენეტაძემ, გამომცემლობა „ინდიგო";
  • ნომინაციაში საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გაიმარჯვა - გიორგი მგელაძემ, „თავისუფლების მონიტორი" - რადიო თავისუფლება - BP-ის ნავთობის პრივილეგირებული ქურდები - ჟურნალისტური გამოძიება

  • ნომინაციაში ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გაიმარჯვა - ჯიმშერ რეხვიაშვილი, „რადიო თავისუფლება". ბლოგი: როგორ გავყიდოთ სტალინი?!

  • ნომინაციაში ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში პრიზი გადაეცა - ლაშა ცერცვაძეს, გამომცემლობა „ინდიგო";
  • ნომინაციაში დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვებულია - დათო ქორიძე, „რადიო თავისუფლება" - ჭიათურა - შიმშილობის მე-9 დღე
მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურა. 2019 წლის 25 მაისი.
მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურა. 2019 წლის 25 მაისი.

  • ნომინაციაში კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გადაეცა - მამუკა ყუფარაძეს, სტუდია რე.

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულ გამარჯვებულს ფულადი ჯილდო - დაახლოებით 3900 ლარი გადაეცემა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი ლონდონში „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააწესა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG