Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი წაკითხვით მიიღო პრეზიდენტის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებები


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 23 იანვარს პირველი წაკითხვით მიიღო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებები.

დოკუმენტი მიიღეს ერთხმად, მას 423 დეპუტატი მიემხრო. მეორე წაკითხვა დანიშნულია 11 თებერვლისთვის. კონსტიტუციის შეცვლის შესახებ თავისი გეგმა პუტინმა გამოაცხადა 15 იანვარს, როცა ფედერალურ კრებას მიმართა. საერთო სახალხო კენჭისყრა შეიძლება 12 აპრილს გაიმართოს.

კანონპროექტში, რომელიც პარლამენტს წარედგინა 20 იანვარს, კონსტიტუციის 22 მუხლი შეიცვალა. ცვლილება ორ ხელისფლებას შორის უფლებამოსილების განაწილებას გულისხმობს. პრეზიდეტის წინადადებით, უნდა განმტკიცდეს მის მიერ აღდგენილი სახელმწიფო საბჭოს სტატუსი და როლი. ამასთან, რუსეთის კონსტიტუციას უნდა მიენიჭოს უპირატესობა საერთაშორისო კანონმდებლობის მიმართ. პუტინის ბევრი ოპონენტი თვლის, რომ პუტინის მიზანია, პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც შეინარჩუნოს ძალაუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG