Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის ბიზნესცენტრში პოლიციას ჩაბარდა შეიარაღებული მამაკაცი


ბიზნესცენტრი "ერებუნი პლაზა" ერევანში.
ბიზნესცენტრი "ერებუნი პლაზა" ერევანში.

მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ერევნის ბიზნესცენტრ „ერებუნი პლაზაში“, გაუვნებელყოფილია და ის პოლიციაში მიიყვანე. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის პოლიციის პრესსამსახური.

როგორც იუწყებიან, შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებებს მართავდა სომხეთის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არმან სარგსიანი, რის შემდეგაც მამაკაცმა სამართალდამცავებს ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი.

„მამაკაცი პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანხლებით იქნა მიყვანილი პოლიციაში მისი სამსახურის მანქანით. არავინ დაზარალებულა. ინციდენტის ყველა გარემოებას არკვევენ,“ ნათქვამია პოლიციის ცნობაში.

„ერებუნი პლაზაში“ მდებარეობს მთელი რიგი კომპანიები და ორგანიზაციები, მათ შორის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ოფისი, ასევე ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ ოფისი. როგორც მიიჩნევა, ტელეკომპანიას ქოჩარიანი აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG