Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა რუსეთის სამ მოქალაქეს დასდო ბრალი ბულგარელების მოწამვლის მცდელობაში


ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი. ბულგარეთის პროკურატურის თანახმად, გებრევის და კიდევ ორი ბულგარელის მოწამვლა რუსეთის მოქალაქეებმა სცადეს.
ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი. ბულგარეთის პროკურატურის თანახმად, გებრევის და კიდევ ორი ბულგარელის მოწამვლა რუსეთის მოქალაქეებმა სცადეს.

ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის სამ მოქალაქეს დასდო ბრალი ბულგარეთის მოქალაქის, ბიზნესმენ ემელიან გებრევის, მისი ვაჟისა და კიდევ ერთი პირის მოწამვლის მცდელობაში - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეჭვმიტანილთა ვინაობას არ ასახელებენ.

პროკურატურის თანახმად, ბოროტმოქმედება სოფიაში მოხდა 2015 წლის აპრილის ბოლოს - მაისის დამდეგს. როგორც ვარაუდობენ, რუსები ცდილობდნენ სამი ბულგარელი მოეწამლათ ფოსფორორგანული ნივთიერებით. გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

მანამდე პროკურატურა აცხადებდა, რომ ემელიან გებრევის მოწამვლის დღეს მის ოფისთან შენიშნეს სამი პირი - სავარაუდოდ გრუ-ს თანამშრომლები. ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ The Insider-ი და Bellingcat-ი.

ემელიან გებრევი იარაღით ვაჭრობის სპეციალისტია. ის 2015 წლის 28 აპრილს იქნა ჰოსპიტალიზებული მძიმე მოწამვლის სიმპტომებით. მის ანალიზებში გამოვლინდა ნივთიერებები, რომლებიც დამახასიათებელია ნერვულ-პარალიტიკური პრეპარატი „ნოვიჩოვისთვის“. ასეთივე ნივთიერებით მოწამლეს დიდ ბრიტანეთში გრუ-ს ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG