Accessibility links

აშშ-მა ორსულებისთვის ვიზის გაცემა გაამკაცრა


აშშ-მა გაამკაცრა ორსული ქალებისთვის ვიზის გაცემის წესები. სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გადაწყვეტილებას ასაბუთებს საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების და იმიგრაციული სისტემის მთლიანობის ინტერესებით. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ წესების გამკაცრება ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს დაიცავს „სამშობიარო ტურიზმის“ ხარჯებისგან.

ახალი წესების მიზანია ხელი შეუშალოს აშშ-ში უცხო ქვეყნების მოქალაქე ქალების სამშობიაროდ ჩასვლას. კონსტიტუციით, აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვები პრაქტიკულად, ავტომატურად ხდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. 2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ პრაქტიკის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.

ახალი გამკაცრებული წესებით, საკონსულოების თანამშრომლებმა ვიზაზე უარი უნდა უთხრან ორსულ ქალებს, რომელთა მიმართ გაუჩნდებათ ეჭვი, რომ აშშ-ში ბავშვის გასაჩენად მიემგზავრებიან. ვიზის მიღების მსურველმა ორსულმა ქალებმა საკონსულოს თანამშრომლები უნდა დაარწმუნონ, რომ აშშ-ში სხვა მიზნით მიემგზავრებიან. პრობლემა არ შეექმნებათ იმ ქალებს, რომლებიც დოკუმენტურად და ფინანსური გარანტიით დაადასტურებენ, რომ აშშ-ში მშობიარობა სამედიცინო მაჩვენებლების გამო სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG