საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს მიულოცა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება.
დავით ბაქრაძე ფეისბუკზე წერს, რომ ჰქონდა პატივი დასწრებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში კელი დეგნანის მიერ ფიცის დადების ცერემონიას.
საქართველოს ელჩი ამერიკელ კოლეგას დიდ წარმატებებს უსურვებს და მოელის აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობის განმტკიცებას ორივე ერის საკეთილდღეოდ.
აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფიცი 17 იანვარს დადო.
დაწერეთ კომენტარი