Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიფტში მიტოვებული ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია


თბილისში, ვარკეთილის დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დატოვებული ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმმა ხათუნა ლომაურმა განუცხადა. ახალშობილი კლინიკაში 23 იანვარს ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა:

„მას აღენიშნებოდა მსუბუქი ფორმის ჰიპოთერმია, ანუ ასე ვთქვათ დაბალი ტემპერატურა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მუდმივად ხდება მისი საციცოცხლო პარამეტრების კონტროლი, ჩაბარებული გვაქვს რიგი კვლევები და იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ექიმმა.

ახალშობილი ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაშია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG