Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 28 იანვარს გამოაცხადებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 28 იანვარს გამოაცხადებს თავის გეგმას ახალი აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შესახებ. ამ დღეს ვაშინგტონში დაგეგმილია მისი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„სავარაუდოდ, [ვიზიტამდე] ცოტა ადრე გამოვაქვეყნებთ,“ უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 23 იანვარს საპრეზიდენტო თვითმფრინავში, შვეიცარიიდან ფლორიდისკენ მიმავალმა. „ეს შესანიშნავი გეგმაა. ესა გეგმა, რომელიც მართლა იმოქმედებს,“ დასძინა ტრამპმა.

პალესტინელებმა, რომლებიც ვაშინგტონში ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე არ მიუპატიჟიათ, დაუყოვნებლივ დაგმეს ტრამპის განცხადება. პალესტინური ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა ნაბილ აბუ რუდეინემ განაცხადა: „ჩვენ ვაფრთხილებთ ისრაელს და აშშ-ის მთავრობას, არ გადაკვეთონ წითელი ხაზი“.

პალესტინელები განრისხებული არიან, მათი თქმით, ტრამპის მხრიდან ისრაელის მხარდამჭერი მოქმედებით - მათ შორის, აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანით. პალესტინელებს სურთ, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი იყოს. ისრაელმა იერუსალიმის ანექსია მოახდინა და მთელი ქალაქი საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა, რასაც არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG