Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე. რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

​ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

„თვალზე რატომ დამარტყეს, წიხლებით რატო შემდგნენ, ან რა იყო მათი მიზანი? როგორ დავიცავი, როგორ გავბედე და აი, დამლაგებლებს რომ რვა ლარი აქვთ ანაზღაურება, დღეში სამი დოლარი და მონებად ამუშავებენ, ეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში როგორ მოვყევი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა ინციდენტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მედიის შეკითხვას, კონკრეტულად რომელი დეპუტატები გაუსწორდნენ ფიზიკურად, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „კოლექტიური ივანიშვილ-კალაძეები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG