Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ იზორიას დედა: ჩემს შვილს ინციდენტის დროს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა


ვახტანგ და ლევან იზორიების დედა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ამბობს, რომ "უბინძურესი პროპაგანდა მისი შვილებისა და ოჯახის მიმართ ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება". „ფეისბუკში“ იგი წერს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დღემდე აგრძელებს მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში:

ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას.

იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას“, - წერს ლევან და ვახტანგ იზორიების დედა და „ამ კამპანიის შემოქმედებს“ „ერთ კრებსით ბოროტებას“ უწოდებს.

იზორიების დედი განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ.

გიორგი დვალიშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ უყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვახო იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა - დააქვეითეს, სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი, რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებას გადასცეს.

პროკურატურის თანახმად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG