Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე 90-იანების ვიდეო მსოფლიოში


დღეს, მოდი, რამე სიმღერას კი არ მოვუსმინოთ, ძვეეეელი სატელევიზიო ინტერვიუს ნაწყვეტი ვნახოთ.

ეს ვიდეო, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ასახავს ადრეული 1990-იანების სულისკვეთებას თუ ესთეტიკას. როდესაც შეხედავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მაშინ ქულ იყო. ყველაზე ქულ რამე საერთოდ.

ოკეი ბუმერ - შეიძლება თქვა - დღეს მაგას ქრინჯს ვეძახით.

ბაზარი არაა. მაშინ ქულ იყო. ქულიდან ქრინჯამდე ერთი ნაბიჯიაო - უთქვამთ ფილოსოფოსებს.

ეს არის 1994 წლის ჩანაწერი. MTV-ზე (იყო ასეთი არხი, კლიპებს აჩვენებდა ხოლმე. მუსიკას ძირითადად მანდედან ვიგებდით) გადიოდა გადაცემა „120 წუთი“, რომელზეც ყველაზე ინდი, ყველაზე ალტერნატიული, ყველაზე ჰიპსტერული სიმღერები გადიოდა. მე რაც მახსოვს, პროგრამა ინდი მუსიკის ერთ-ერთ გიგანტს, კურტ კობეინის კერპს და, ზოგადად, მაგარ კაცს, ფრენკ ბლეკს მიყავდა ხოლმე. თუმცა, ამ კონკრეტული გადაცემის წამყვანი ინდი მუსიკის კიდევ ერთი გიგანტი და კობეინისმეორე კერპი, თორსტონ მურია.

სტუმრად ბეკი ჰყავს - მაშინ ჯერ კიდევ ცხვირმოუხოცავი ღლაპი, რომელსაც ახალი გამოშვებული ჰქონდა Loser. ყველანაირი წესით ე.წ. „ერთჰიტიანი საოცრება“ უნდა გამხდარიყო. მაშინ ვინ ივარაუდებდა, რომ 20 წლის შემდეგ, საკმაოდ დაუმსახურებლად, „გრემის“ აიღებდა საუკეთესო ალბომისათვის.

ტოლებს გვანან, თუმცა ბეკი 23-ისაა და მური კი - კარგა 13 წლითაა უფროსი.

სულ სამი წუთია, ასე რომ ინტერვიუს შინაარსს აღარ გადმოგცემთ, თავად ნახეთ, მაგრამ ჩემს საყვარელ კითხვა-პასუხს კი დავწერ:

თორსტონ მური: „ბეკი შენი ნამდვილი სახელია?“

ბეკი: ფეხსაცმელს მოისვრის კულისებისკენ.

თორსტონ მური: „მაშ, კარგი!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG