Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს PACE-ში რუსეთის დელეგაციის აღიარებას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში(PACE) საქართველოს დელეგაციას აქტიური კონსულტაციები ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებთან, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ რუსეთის დელეგაციის აღიარების საკითხი - ამის შესახებ სტრასბურგში განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, ასამბლეის სხდომაზე ლატვიის დელეგაცია გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რომელსაც საქართველოს დელეგაცია მხარს დაუჭერს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად:

„ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენოტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან".

რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მონაწილეობა 2014 წელს შეეზღუდა და ხმის უფლება ჩამოერთვა. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG