Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა ვსევოლოდ ჩაპლინი, ჯერ კრემლის მომხრე, შემდეგ კი კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირი


ვსევოლოდ ჩაპლინი ოპოზიციის მიტინგზე, 2019 წლის მაისში

26 იანვარს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, ბოლოს კი მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას.

იუწყებიან, რომ კვირას, ვსევოლოდ ჩაპლინი მოსკოვის, თეოდორე სტუდიელის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც იგი საღამო ხანს, მოულოდნელად ცუდად გახდა და რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით.

დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი 2009 წლიდან სათავეში ედგა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას რუსეთის საპატრიარქოში. იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის მოქმედი ხელისუფლების აქტიური მომხრე და მხარს უჭერდა ვლადიმირ პუტინს.

სასულიერო პირი ემხრობოდა რუსეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში, როგორც „საღვთო ომის“ ნაწილს და საუბრობდა ასევე რუსეთის მტრების განადგურების აუცილებლობაზე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე.

ბოლო ხანს დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა რუსეთის ხელისუფლების მისამართით. კერძოდ, იგი დაუპირისპირდა საპენსიო რეფორმას, ხოლო გასული წლის მარტში მონაწილეობაც კი მიიღო რუსეთის ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში.

2015 წლის დეკემბერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კრიტიკულად განწყობილი ვსევოლოდ ჩაპლინი, ხოლო განყოფილება გაუქმდა და ის შეუერთდა საინფორმაციო განყოფილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG