Accessibility links

site logo site logo

ბაღდადში სამი კაცი დაიჭრა სარაკეტო იერიშის შედეგად აშშ-ის საელჩოს მახლობლად


აშშ-ის საელჩო ერაყში

რუსული წარმოების „კატიუშას“ ხუთი რეაქტიული ჭურვი ჩამოვარდა 26 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც რამდენიმე საელჩო და ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს. მათ შორის ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოს კაფეტერიას დაეცა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრა სამი კაცი.

ამ ინციდენტის ფონია ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ბაღდადში, რომლის მონაწილეები ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვენ.

აქციების დროს მომხდარი შეტაკების შედეგად ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ერთი დემონსტრანტი მოკლეს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ-მაჰდიმ დაგმო სარაკეტო იერიში, რომლის სამიზნესაც აშშ-ის საელჩო წარმოადგენდა.

ეს არის მესამე ასეთი თავდასხმა ამ თვეში.

21 იანვარს „კატიუშას“ კლასის რაკეტები ჩამოვარდა აშშ-ის საელჩოს მახლობლად. არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG